ჩაქვში ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, სავარაუდოდ, ხუთივე სკოლის მოსწავლეა

პუბლიკა

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან ჰყვება, მანქანა ხრამში გადავარდა და 5 ადამიანი დაიღუპა. მათი ინფორმაციით, ხუთივე სკოლის მოსწავლეა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულები უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.