ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის, „ბათუმელების“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.