ჩაქვში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის, „ბათუმელების“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.