ჩეხეთის საგარეო უწყება: ეს არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია

პუბლიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.

„საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ხმის მიცემას თავისუფლება და გამჭვირვალობა აკლდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში“, – წერს ჩეხეთის საგარეო უწყება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და არ მონაწილეობდა 10 ოპოზიციური პარტია. ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს პარტიებმა „ლელო-ძლიერი საქართველო” და „გახარია საქართველოსთვის”.

წინასწარი შედეგებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.