ჩეხეთის სენატი მთავრობას რეზოლუციით მოუწოდებს, დაასანქციროს ქართველი მაღალჩინოსნები და მოსამართლეები

პუბლიკა

ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე.

რეზოლუციაში მოხსენიებულია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ნათქვამია, რომ  შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქვეყანა ჩეხეთის საგარეო პოლიტიკაში.

„[სენატი] მოუწოდებს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას, დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობის ბრძანებაში ან განხორციელებაში, და ასევე განიხილება ამ სანქიცების გაფართოება მოსამართლეებზე, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადწყვეტილებებს. და ყურადღება მიაქციოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას საქართველოში იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არ არის მოსალოდნელი“, – წერია რეზოლუციაში.