ჩეხი ჟურნალსიტი საქართველოში არ შემოუშვეს, მასთან დაკავშირება გუშინდელს მერე ვერ ხერხდება

პუბლიკა

ჩეხი ჟურნალსიტი რეი ბეისლი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გუშინ, 22 ოქტომბერს დაწერა.

ბეისლიმ თქვა, რომ მისთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე აკავებენ.

მასთან დაკავშირება გუშინდელს მერე ვერ ხერხდება.

ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ მისწერა, რომ უპირებდნენ ტელეფონის ჩამორთმევას, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.

„პუბლიკა” და სხვა მედიები ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სთან ცდილობენ. უწყებას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.