ჩემი აზრით, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე - ჩხენკელი

პუბლიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხელ ჩხენკელის განცხადებით, მისი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო ცაკლე უნდა არსებობდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, გუნდში მსჯელობაა ამ თემასთან დაკავშირებით, მე ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე, რომ ხაზი გაესვას კიდევ ერთხელ კულტურის უაღრესად დიდ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ჩხენკელმა საკომიტეტო მოსმენაზე კულტურის სამინისტროს გამოყოფასთან დაკავშირებულ კითხვის პასუხად.