კულტურაზე დაისვა საკითხი და გვინდა, სპორტიც გამოეყოს სამინისტროს – ხაბარელი

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. მოხსენების შემდეგ მინისტრობის კანდიდატს დეპუტატები კითხვებს უსვამენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ მნშვნელოვანია სამინისტროს ცალკე გამოეყოს სპორტის ნაწილი

„დაისვა საკითხი კულტურასთან დაკავშირებით და ჩვენთვისაც სპორტსმენებისთვის და სპორტის მესვეურებისთვისაც ძალიან მნიშივნელოვანია სპორტის გამოყოფა. ცალკე რომ იყოს სპორტი. მაშინ დავუჭირეთ მხარი შეერთებას, მაგრამ გამოიკვეთა ხარვეზები და სპორტის განვითარებისთვის ვფიქრობ უნდა იყოს ცალკე ერთეულად გამოყოფილი. იქნება სმაინისტროს ქოლგის ქვეშ, იქნება სახეწლმიფო დეპარტამენტი თუ სხვა ამაზე მსჯელობაა საჭირო, “- განაცხადა მან კომიტეტის სხდომაზე.