ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქ არ ყოფილა, რაღაც გაუგებრობაა - ბავშვზე მუქარაში ბრალდებულის ადვოკატი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 წლის არასრულწლოვანზე მუქარის ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

პროკურატურის პოზიციით, 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილზე არ ყოფილა და რომ „რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ის საერთოდ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე. საქმის სამალების მიხედვითაც, თუ არ ჩავთვლით 10 წლის ბავშვს, რომელიც ამბობს, რომ სურათით ამოვიცანიო, სხვა არცერთი პიროვნება, მათ შორის ის ხელოსნები, რომლებმაც ის ნახეს, არ არიან ამომცნობთა შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ის იმ დროს იქ არ ყოფილი, და რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი”, – ამბობს ადვოკატი.