„გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, „გირჩის” მხარდამჭერების ერთ-ერთ ჯგუფში წერს, რომ მისი, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის „გზები გაიყო”. როგორც ის აღნიშნავს, მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.
სტატუსით გავრცელებულ ინფორმაციას „პუბლიკას” ზურაბ ჯაფარიძის პრესსამსახურში უდასტურებენ. ამბობენ, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ერთად აღარ ითანამშრომლებენ. რა ფორმით გააგრძელებს „გირჩი” ფუნქციონირებას, სამომავლო გეგმებზე ეტაპობრივად მიაწოდებენ საზოგადოებას ინფორმაციას. გთავაზობთ ჯაფარიძის სტატუსს:
„სალამი მეგობრებო, მოკლე ინფორმაცია
მინდა მოგაწოდოთ სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.
მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.
ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.
არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები.
ცხოვრებაში წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.
ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა.
ჩემზეა გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა”, – წერს ჯაფარიძე.