„ცხელების ცენტრებზე აჟიოტაჟია ატეხილი და, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ ცხელების ცენტრებზე. სასაცილო ნუ გავხდებით, კოლეგებო“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ ბრიფინგზე.
„ყველას არ ეხება მაგრამ, იმიტომ ხართ ექიმები, იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს რომ მიიღებთ მერე ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, ეს ცხელება რატომაა გამოწვეული, ეგება უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, ეგება ინფაქტი აქვს ადამიანს და სიცხემ მოუმატა, ინფაქტიანს რომ სიცხე ექნება ეს ხომ ვიცით, ხომ არ არის აუცილებელი ეს იყოს კორონავირუსით გამოწვეული სიცხე, სანამ დავასახელებ იმ ექიმებს ვინც ამას აკეთებენ, ძალიან გთხოვთ, თქვენს პროფესიას მოეკიდეთ პროფესიონალურად“, – განაცხადა იმნაძემ.
როგორც უკვე ცნობილია, რაიონულ კლინიკებში „ცხელების ცენტრების“ შექმნა გულისხმობს კლინიკების გადაკეთებას და მეტად მომზადებას საიმისოდ, რომ უსაფრთხოდ მიიღონ და მართონ იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ცხელება აქვთ.
„ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი მისამართი და მიმართულება, თუ იგი ჩათვლის საჭროდ ექიმთან ვიზიტს, თუკი მას აქვს მაღალი ტემპერატურა და სჭირდება სამედიცინო დახმარება“, – თქვა ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.