ბრიტანეთის კინო-ინსტიტუტმა (BFI) 2022 წლის საუკეთესო 50 ფილმი გამოავლინა. სია 90-ზე მეტმა კინოკრიტიკოსმა შეადგინა. საუკეთესო ფილმების სიაში ქართული ფილმი – „ჩემი ოთახი“ მოხვდა (რეჟ. სოსო ბლიაძე).
„ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ასახავს ემოციურ და პოლიტიკურ გამოღვიძებას ერთმანეთისგან განსხვავებულ ქალებს შორის, რომლებიც იძულებულნი არიან ერთი ბინა გაიზიარონ პატრიარქალურ, პანდემიის ეპოქის საქართველოში“, – წერს BFI.
„ჩემი ოთახი“ ორმოცდაათეულში 49-ე ადგილზეა.
„ჩემი ოთახი“ ფაქტობრივად ნულოვანი ბიუჯეტით, პანდემიის პერიოდში შეიქმნა. ეს კიდევ არ იქნებოდა განსაცვიფრებელი ამბავი, საქმე რომ არ გვქონდეს არა მხოლოდ 2022 წლის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ფილმთან“, – წერია „პუბლიკის“ მიმოხილვაში.