ჩემი ვარაუდით, ამ კვირის ბოლომდე 350-იდან 400 შემთხვევამდე გვექნება - გამყრელიძე

პუბლიკა

„ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლომდე 350-იდან 400 შემთხვევამდე გვექნება“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფეისბუქლაივში.

„აქამდეც აღვნიშნავდით, რომ ეს თვე, აპრილი მთლიანად რთული იქნება, ხოლო შემდეგ შესაძლოა, გვქონდეს ყოველკვირეულად გაორმაგება“, – ამბობს გამყრელიძე.

„აპრილის ბოლომდე, ვვარაუდობ, რომ ჩვენი მაჩვენებელი იქნება 1000-1200-ის ფარგლებში. მაისში კიდევ გაიზრდება. არსებობს სამი სცენარი და ჩვენ ვითვლით ყველაზე ცუდ სცენარებსაც, მაგრამ ეს სცენარები არ არის გამიზნული საჯაროდ სასაუბროდ“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, აპრილი და მაისის ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული – „ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით სოციალური დისტანცირება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ვირუსის წინააღმდეგ”.