მოულოდნელი განცხადება იყო, ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი - გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მის წარდგენას გამორიცხავს.

მისი თქმით, ტიკარაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და მისთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.

„მიზეზებთან დაკავშირებით მინისტრმა თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ იმ პოზიციიდან, რა პოზიციაზეც ის ფიქრობს აქტივობის გაგრძელებას.

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარტიის არენიდან ეკა ტიკარაძისთვის რის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ მან მოახერხოს როგორც სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმების განვრცობა, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმებისა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა. როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას“, – უთხრა ჟურნალისტებს გაბუნიამ.