ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი  მაქვს დაწერილი - ყაველაშვილი

პუბლიკა

თუ ჩემი წერილი გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი  მაქვს დაწერილი, სფერო სხვაა – ფეხბურთზეა, მაგრამ პოლიტიკაზეც არის საუბარი,- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტის კითხვას, „თავად წერს თუ არა წერილებს, რომელიც მისი სახელით ქვეყნდება“.

„რაც შეეხება წერილს, ის მე დავწერე, არ მგონია, რომ მხატვრულ, განსაკუთრებულ რამეს საჭიროებდეს იქ მოყვანილი ფაქტები და იმ წერილის შექმნა. თუ ჩემი წერილი გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი  მაქვს დაწერილი, სფერო სხვაა – ფეხბურთზეა, მაგრამ პოლიტიკაზეც არის საუბარი. თუ წერილთან დაკავშირებით კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და ჩემი ბიოგრაფია გაგცემს პასუხს”, – განაცხადა ყაველაშვილმა.