ჩემთვის ჟღერდა, როგორც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული - დეგნანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

პუბლიკა

„ჩემთვის ცოტა დამაბნეველია, როდესაც პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელთაც თავიანთი საქმიანობა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკრიტიკებს ამ ორგანიზაციების გაწეულ კარგ სამუშაოს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რაც შეეხება არასამთავრობოების შეზღუდვის შეთავაზებას, ეს ჩემთვის ჟღერდა, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული, რასაც ვხედავთ, რომ ხდება რუსეთში არასამთავროებოებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისთვისაც მუშაობს საქართველო ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი გამოცდილებიდან, საქართველოში მოგზაურობისას ის რაც ვნახე, არის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც შესრულდა არასამთავრობო ორგანზიაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, რათა დაეხმარონ მოქლაქეებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

ეს არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ გარემოს პრობლემების მოსაგვარებლად, გასაჭირში მყოფი ოჯახებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად; ეს არიან არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ სტუდენტების, ახალგაზრდების, დაუცველი ან შშმ პირების დახმარებას; არიან ძალიან ბევრის სახის არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც შედგებიან ადგილობრივი მცხოვრებებისგან, რომლებსაც სურთ პრობლემების გადაჭრა და ამ ქვეყნისა და საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გაუმჯობესება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

„ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის „ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

LB loan image desktop LB loan image mobile