ჩერნობილის ობიექტებს ხანძრის საფრთხე აღარ ემუქრება

პუბლიკა

ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარი ჩამქრალია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩერნობილის (აკრძალული) ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ხანძარმა ვერ მიაღწია ჩერნობილის ატომურ სადგურს.

მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში აკრძალულ ზონაში ხანძრის რამდენიმე კერა იყო, რის შედეგადაც ის უახლოვდებოდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი სადგურამდე 2,2 კილომეტრის დაშორებით იყო.

„ჩერნობილში რადიაციული პარამეტრები ახლა ნორმალურია. 14 აპრილის მონაცემებით, ჩერნობილის ობიექტებს ხანძრის საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. გუშინ ღამით მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია, რაც ორი კილომეტრით იყო დაშორებული რადიოაქტიური ნარჩენების საცავთან, სადაც ყველაზე მაღალია რადიოაქტიური გამოსხივება.

უკრაინის სამართალდამცველებმა ხანძრის საქმეზე ორი პირი დააკავეს.

[irp posts=„26639″ name=„ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება – იაროსლავ ემელიანენკო”]