ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

პუბლიკა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამის შესახებ უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტროზე დაყრდნობით BBC წერს.

ელექტროენერგიის ქსელი, რომელიც ატომური სადგურის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფდა, რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაზიანდა და უკრაინის ხელისუფლება შიშობდა, რომ სადგურიდან რადიაცია გაჟონავდა.

ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ კი, როგორც უკრაინის ატომური ნენერგიის სამინისტრო იტყობინება, გაგრილების სისტემა ნორმალურად ამუშავდა.

რაც შეეხება სადგურში მომუშავე პერსონალს, რომელთაც ოკუპაციის პირობებში უწევთ მუშაობა, BBC წერს, რომ არსებული ცნობებით, ისინი მშვიდ გარემოში აგრძელებენ მუშაობას. მაგრამ გარემოპირობები რთულია, რადგან შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებსა და მედიკამენტებზე.

LB loan image desktop LB loan image mobile