ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი Adventure 2022 გაიმართება

ფასიანი განთავსება

16, 17 და 18 სექტემბერს ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო  ფესტივალს Adventure 2022 უმასპინძლებს.  ვიცნობთ, როგორც მაღაროს ქალაქს, მანგანუმის მადნის საბადოდ, თუმცა ჭიათურა ამაზე გაცილებით მეტია.  უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლები, კარსტული მღვიმეები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები, ჭიათურაში ყველაფერია საიმისოდ, რომ ეს ქალაქი საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბდეს. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჭიათურის სათავგადასავლო ფესტივალი – Adventure 2022, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, 3 დღის მანძილზე ჩაერთონ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში. ფესტივალი უფასოა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით: Advanture 2022 – ჭიათურის ტურისტული ფესტივალი:                                           

ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული მანდაეთის ტბა ელოდება ყველას, ვისაც ნაოსნობა უყვარს. მანდაეთის ტბაზევე მოეწყობა 100 ადამიანზე გათვლილი ქემფინგ ზონა.  

სპალეოტურიზმითა და ლაშქრობით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოინახულონ ძუძუანას მღვიმე, სადაც მსოფლიოში უძველესი ძაფის ნაშთია აღმოჩენილი და კოტიას მღვიმე, სადაც ნაპოვნია კავკასიონის მასშტაბით პირველი, პალეოლითელი ადამიანის სრულყოფილი ჩონჩხი.  ლაშქრობა გაგრძელდება 24 საათი და მონაწილეები  დაბანაკდებიან მღვიმეში საძილე ტომრებით. კოტიას მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ქორეოგრაფიული წარმოდგენა “დოვინ დოვენ დოვლი“. ლაშქრობის მონაწილეები კოცონთან, ჩირაღდნებითაც შეიკრიბებიან – ეს იმ შოუს ნაწილია, რომელსაც პროქტის ორგანიზატორები ღონისძიების მონაწილეებს უმზადებენ. 

ადრენალინი, მოხერხებულობა, გამძლეობა, დაკვირვებულობა, სისწრაფე, მოქნილობა, ფიზიკური ძალა და გართობა ერთად – ეს მეკლდეურობაა, რისთვისაც კაცხის სვეტისა და სოფელი სვერის საცოცი მარშრუტი გელოდებათ. 

25-კილომენტრიანი ველოტური და ყველაზე ამაღელვებელი სქაილაინის შოუ, გემრიელი კერძები და ქემფინგის ზონა – ეს ყველაფერი ჭიათურის ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენს.

ფესტივალის ფარგლებში ჭიათურის ტურისტული პოტენციალის შესახებ  პრეზენტაცია და დისკუსიაც შედგება.   

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers. 

ფესტივალის წარმდგენია Imereti Tour, ხოლო ინიციატორი და გენერალური სპონსორი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“. ფესტივალის პარტნიორია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და სვერის სათავგადასავლო ბანაკი. მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO იმერეთი.