ჩინელი ექიმი, რომელმაც პირველმა განაცხადა კორონავირუსის შესახებ, გარდაიცვალა

პუბლიკა

ჩინელი ექიმი,რომელმაც პირველმა განაცხადა კორონავირუსის შესახებ, გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN  ავრცელებს. ექიმმა ჯერ კიდევ დეკემბერში თავისსავე სამედიცინო სკოლის ჯგუფში გამოაქვეყნა ინფორმაცია ვირუსის შესახებ. ლი უელინგი აცხადებდა, რომ ვირუსი ადგილობრივი თევზის ბაზრობიდან გავრცელდა და ის 7 პაციენტს დაუდგინდა.

ექიმი ამ განცხადებიდან მალევე ადგილობრივმა პოლიციამ დაიბარა და გამოკითხა ჭორების გავრცელებისთვის.

ლი უელინგი საავადმყოფოში 12 იანვარს გადაიყვანეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ექიმის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მათ მწუხარება გამოთქვეს და აღნიშნეს ექიმის წვლილი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

6 თებერვლის მონაცემებით, დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 563, ხოლო ინფიცირების 28 018 შემთხვევა არის დაფიქსირებული.