ჩინეთი, ირანი და რუსეთი მარტში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

პუბლიკა

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის, ირანის და რუსეთის საზღვაო ძალები მარტში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

უწყების ცნობით, სწავლება, სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი-2025“, დაგეგმილია ირანის პორტ ჩაბაჰარის მახლობლად. 

ინფორმაციის მიხედვით, სწავლების გეგმა მოიცავს წვრთნებს საზღვაო დარტყმის სამიზნეებზე, დაზიანების კონტროლს, ასევე ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. 

სამინისტრო განმარტავს, რომ წვრთნების მიზანია სამხედრო ურთიერთნდობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავება.

რუსეთი, ჩინეთი და ირანი მსგავს წვრთნებს ყოველწლიურად ატარებენ. წვრთნები ჩატარდა 2019, 2022, 2023 და 2024 წლებშიც. ბოლოს ერთობლივი წვრთნები გასულ წელს ომანის ყურეში ჩატარდა.