ჩინეთის საელჩო მოქალაქეების ირანიდან ევაკუაციას გეგმავს, – ამის შესახებ CNN წერს.
პირველი ფრენა სამშაბათს ღამით იგეგმება. ჩინელი სტუდენტები, რომლებიც ამ წუთისთვის ქალაქ ყომში იმყოფებიან (საიდანაც ირანში ეპიდაფეთქება დაიწყო), პირველები იყვნენ, ვინც ფრენაზე დარეგისტრირდნენ.
უახლესი მონაცემებით ირანში კორონავირუსით 2 336 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი 77 ადამიანია.