ჩინეთი ირანიდან მოქალაქეების ევაკუირებას გეგმავს

ჩინეთის საელჩო მოქალაქეების ირანიდან ევაკუაციას გეგმავს, – ამის შესახებ CNN წერს.

პირველი ფრენა სამშაბათს ღამით იგეგმება. ჩინელი სტუდენტები, რომლებიც ამ წუთისთვის ქალაქ ყომში იმყოფებიან (საიდანაც ირანში ეპიდაფეთქება დაიწყო), პირველები იყვნენ, ვინც ფრენაზე დარეგისტრირდნენ.

უახლესი მონაცემებით ირანში კორონავირუსით 2 336 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი 77 ადამიანია.