ჩინეთი ქვეყანაში ამერიკელ ჯანდაცვის ექსპერტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლებს შეუშვებს. გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის ზრდით არის განპირობებული, – ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ორშაბათისთვის ვირუსით ინფიცირების 2 345, ხოლო სიკვდილის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, ორშაბათს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის ფარგლებში, ამერიკელი ექსპერტები შეუშვას ქვეყანაში, ვირუსის შესწავლასა და მასთან გამკლავებაში დასახმარებლად.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უპრეცედენტო საფრთხის წინაშე, რომ მოქმედება ახლა აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად“, – განაცხადა ამერიკის იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნენსი მესონიერმა.