ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთში ახალშობილს დაბადებიდან 30 საათში კორონავირუსი აღმოაჩნდა. – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.
ახალშობილი ინფიცირებულ პაციენტებს შორის ყველაზე მცირეწლოვანია. იგი ვუჰანში, ეპიდაფეთქების ცენტრში, 2 თებერვალს დაიბადა. ახალშობილის დედას კორონავირუსი მშობიარობამდე დაუდგინდა, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია, დედამ შვილს ვირუსი მუცლად ყოფნის დროს გადასდო, თუ დაბადების შემდეგ. ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
6 თებერვლის მონაცემებით, დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 563, ხოლო ინფიცირების 28 018 შემთხვევა არის დაფიქსირებული.