ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

პუბლიკა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათის მონაცემებით, ინფიცირების 1500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 5,974-ია.

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს ვუჰანიდან აშშ-ის ჩარტერული რეისით თვითმფრინავი გაფრინდა. ასევე, რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, ვირუსის ეპიცენტრიდან, ვუჰანიდან, თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას.