ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 3000-მდეა ადამიანი, – BBC-ის ცნობით, 44 შემთხვევა აღინიშნა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდის, აშშ-ისა და ავსტრალიის ჩათვლით.
ჩინეთის გარდა, სიკვდილის შემთხვევა არსად არ დაფიქსირებულა.
ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიისა და სახელმწიფო მედიის ცნობით, ვირუსის შემთხვევების სტატისტიკა ჩინეთში ასეთია:
• 81 გარდაცვლილი;
• 2 827 ინფიცირებული – დადასტურებული შემთხვევა;
• 5 794 დაუდასტურებელი შემთხვევა;
• 461 კრიტიკულ მდგომარეობაში;
• 51 განკურნებული და საავადმყოფოდან გაწერილი;
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონა ვირუსის პრევენციისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კორონავირუსის“ გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ადგილზე მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.