ჩიქობავას და ხასაიას საკითხზე თსუ-ს სენატის და აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პუბლიკა

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის და აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც „პუბლიკას” უნივერსიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს, მიმდინარეობს აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას საკითხის განხილვა.

„მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები მოწოდებას ავრცელებენ, ყველა მივიდეს თსუ-ს 114-ე აუდიტორიაში.

მთავარი მოთხოვნებია – სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელოს განცხადება მისივე პროფეროსის აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პატიმრობის შესახებ და თქვას, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მათ ასევე სურთ უნივერსიტეტმა გადადგას უფრო რადიკალური ნაბიჯები შეაჩეროს საქმიანობა პროტესტის ნიშნად.

თბილისის უნივერსიტეტს აქამდე არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია, და არც რექტორი შეხვედრია კანცელარიაში შეკრებულ სტუდენტებს და მხარდამჭერებს, სტუდენტები კანცელარიაში რჩებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად გუშინ, 26 იანვარს შევიდა, კანცელარია დაიკავა და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთება მოითხოვა.