ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

პუბლიკა

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოს” წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კენჭისყრაში 15 დეპუტატი მონაწილეობდა, მათგან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი გაბათილდა.

პროცესში მონაწილეობა არ მიუღია „ოცნებას“.

ჩხოროწყუს ახლად არჩეულ საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 12 წევრი ჰყავს, „ენმ-ს“ – 7, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7, ლელოს კი – 1.

აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა სამჯერ უშედეგოდ ჩატარდა.