ჭორვილაში ჩასული ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ სოფელში შესასვლელი გზა გადაუკეტეს

პუბლიკა

„ივანიშვილმა ადგილობრივები დაგვახვედრა”, – ჭორვილაში ჩასული ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ სოფელში შესასვლელი გზა გადაუკეტეს.

პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე, რომელიც ჭორვილაში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორია, ამბობს, რომ ჭორვილის მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. ესროდნენ კვერცხებს, ქვებსაც კი.

„ეს არის ჩვენი ხელისუფლება, გვიკრძალავენ მშვიდად გადავაადგილდეთ ჩვენსავე ქვეყანაში”, – თქვა ჯაფარიძემ.

ენმ-ის წევრები თბილისიდან ჭორვილის მიმართულებით მანქანებით დღეს დილით წავიდნენ. აქცია პარტიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. პარტიის წევრების თქმით, აქციის მიზანია ოლიგარქიული რეჟიმის გაპროტესტება.