ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობა სამართლიანია

პუბლიკა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობა სამართლიანია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ომში ჩართვას „ძმური ერის“ დასაცავად სუვერენული უფლებების განხორციელება უწოდა.

„ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ეს ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებში შედის. ყველა მამაცი ჯარისკაცი, რომელიც კურსკის ოპერაციაში მონაწილეობდა, გმირად მიმაჩნია“, – თქვა მან.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ფხენიანი არ დააყოვნებს სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციებს გააგრძელებს.

ჩრდილოეთ კორეა აპრილის ბოლომდე ოფიციალურად არ ადასტურება ომში ჯარისკაცების და იარაღის  გაგზავნას.

არსებული მონაცემებით, ომში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული. ჯამში 4700 ჯარისკაცი დაშავდა.