ჩუბინაშვილის ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი

პუბლიკა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო შარშანდლის მსგავსად, „ქართულ ოცნებას” მისი გაწვევისკენ მოუწოდებს.

„იმ ჯერზე საზოგადოებრივმა პროტესტმა გაჭრა და კანონი არ იქნა მიღებული. მეტიც, მივიღეთ დაპირება, რომ ის აღარასდროს იქნებოდა ინიციირებული. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იგივე კანონპროექტი კვლავ განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.

კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის მიღებაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.