ჩუგოშვილს პოლიტიკაში კომპეტენტურად არ მივიჩნევ, პირველივე სირთულეს გაექცა - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პირველივე სირთულეს გაექცა.

ჟურნალისტის კითხვაზე – მიიჩნევს თუ არა თეა წულუკიანი თამარ ჩუგოშვილს კომპეტენტურად და თანაგუნდელად – წულუკიანი პასუხობს:

„გააჩნია რაში,  პოლიტიკაში მე მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ, რადგან პირველი

სირთულის მერე თქვა, რომ მიდის. სად მიდიხარ? რამ გაგანაწყენა? დიახ, გაექცა სირთულეს. ჰო,  ინგლისური იცის და კომპეტენტურია ნამდვილად”, – ამბობს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, თამარ ჩუგოშვილი არ იყო პირველი, ვისაც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდიდა.

„მას არ უნდოდა პროპორციული, ეს უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო მისი იდეა. ჩუგოშვილი მერე აჰყვა ამ პროცესს და მოეწონა ეს პროცესი,  სულ ეს არის”, – ამბობს თეა წულუკიანი.