ჩვენ, ალბათ, ელენეს კონკურენტებს არ დავუყენებთ - ხაზარაძე

პუბლიკა

„ლელოს“ დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ სავარუდოდ ელენე ხოშტარიას ვაკეში მაჟორიტარობის მანდატის მოპოვების ბრძოლაში კონკურენტს არ დაუყენებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ელენე ხოშტარიას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და, არამარტო მე, მართლა სიმპათიით ვარ განმსჭვალული. ჩვენ ალბათ ელენეს… კიდევ შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, თბილისზე არ არის საუბარი [კონკურენტებს არ დავუყენებთ]“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს.