„ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო" - ლანდსბერგისის მიმართვა აქციის მონაწილეებს

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კოლეგებთან ერთად დღეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ის გამოვიდა სიტყვითაც და ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, ლიეტუვა საქართველოს არასდროს დატოვებს მარტო.

„ყველა ჩვენგანი ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, ლატვიელები, ლიეტუველები, გამოვედით რკინის ფარდიდან და მივხვდით, რომ ევროკავშირის და NATO-ს კარი ჯერ კიდევ შორს იყო. საბჭოთა ნანგრევებიდან ჩვენ წამოვიღეთ მხოლოდ საკუთარი თავები, ჩვენი ისტორიები, კულტურა, ენა და ჩვენი რწმენა, რომ გამოვიარეთ საკმარისი ჩაგვრა, დეპორტაცია, წამება და დაკავება, ჩვენ წამოვიღეთ ჩვენი რწმენა, რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც ადამიანის უფლებებს აყენებს ცენტრში, იყო ადგილი, სადაც გვინდოდა ყოფნა.

ყველა ჩვენგან ჰქონდა განსხვავებული გზა გასული 30 წლის განმავლობაში და რატომაც გვეზიზღება იარლიყი „პოსტსაბჭოთა”. ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ საერთო ისტორიით და საერთო მისწრაფებებით. 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს, ბალტიის ქვეყნები იდგნენ თქვენს გვერდით, 5 თვის შემდეგ ჩვენ შევუერთდით NATO-ს, შემდეგ, EU-ს და ბევრ ჩვენგან გვჯერა, რომ ამ გზის გავლა საქართველოსაც სწრაფად შეუძლია. შემდეგ იყო ნარინჯისფერი რევოლუცია და მომენტი ჩვენთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენვე განვსაზღვროთ საკუთარი თავისუფლება.

მაგრამ ისტორია აქ არ დასრულებულა, მოსკოვს ნაკლებად აინტერესებს ისტორიის ბედნიერი დასასრული და მუდმივად მუშაობს ჩვენს დასაყოფად. ჩვენ ვდგავართ ერთად იმიტომ, რომ ვიზიარებთ საერთო ინტერესს და მიზანს. ქართველ ხალხს, ისევე, როგორც ლიეტუველი ხალხს, სჯერა ევროპის, თავისუფლების, მშვიდობის, დემოკრატიის და მთავრობა თქვენ წინაშე ამის ვალდებულება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იზოლირებას უკეთებენ საქართველოს იმ იმედიდან, რომ დააღწიოს თავი წარსულს.

უკრაინელები ყოველდღე იხოცებიან იმისთვის, რომ იყვნენ თავისუფალი ევროპელები, ბელარუსები, რომლებმაც გაბედეს ოცნება და ისაუბრეს მათ თავისუფლებაზე, გააჩუმეს პოლიციისა და KGB-ის ტერორით, არ მინდა, რომ ეს იყოს საქართველოს მომავალი. ჩვენ ეს გზა დავიწყეთ ერთად და ვრჩებით წინა ხაზზე მყოფ ერებად, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს იყო მოსკოვის მზარდი ბრაზის პირისპირ, ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო. გეკითხებით, სად მივდივართ?“, – განაცხადა მან.