„ჩვენ იქაც არ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება“ - კობახიძე წაგებულ ოლქებზე

პუბლიკა

„ამ 3 მუნიციპალიტეტშიც ჩვენ არ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვას – აღიარებს თუ არა პარტია დამარცხებას იმ ოლქებში, რომლის საკრებულოებშიც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა.

„რაც შეეხება ამ 3 მუნიციპალიტეტს, სადაც არის ასეთი ვითარება, ამ 3 მუნიციპალიტეტშიც ჩვენ არ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, ამას აქვს ერთი მარტივი საფუძველი, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახლა იქ არიან წარმოდგენილნი, მანდატების კონკრეტული რაოდენობით, არიან მოშლის პირას. შესაბამისად, ჩვენ ამ ვითარებაში არ გაგვიჭირდება…“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკოს პირველადი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 5 ქალაქის – რუსთავის, ზუგდიდის, სენაკის, ბათუმისა და წალენჯიხის საკრებულოებში უმრავლესობას კარგავს.