ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას - ნედ პრაისი ლუკაშენკას ვიზიტზე

პუბლიკა

„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ნედ პრაისი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის. ვიზიტს გამოეხმაურა.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისთვის. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში“, – განაცხადა პრაისმა.

ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა დაგმო დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა, ასევე ავსტრიისა და ლიეტუვის ელჩებმა საქართველოში.

„ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რასაკვირველია, ჩვენ ვგმობთ ამ ვიზიტს“, – განაცხადა ავსტიის ელჩმა თომას მიულმანმა.

„გუშინდელი ვიზიტი დაგმო ყველამ, არა მარტო საქართველოს მთავრობამ, არამედ ყველამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ.