„ჩვენ მეტნი ვართ იმათზე, ვისაც არსებული სტატუს კვო აწყობს" - ჯაფარიძე თანამოაზრეებთან შეხვედრაზე

პუბლიკა

„გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე „დედაენის ბაღში” თანამოაზრეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყნაში მთავარი ამოცანა უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც შეიძლება სწრაფად.

აგვისტოში ჯაფარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, გაეზიარებინათ ერთანეთისთვის საკუთარი ხედვები და იდეები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად.

„ვინც ჯერ კიდევ არ იცით, ყოველ ვიკენდზე ვიკრიბებით ის ხალხი, ვისაც გვესმის რომ:

1. ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მიიტაცა მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები;

2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი წინსვლა ევროპის და ნატოს მიმართულებით;

3. ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის;

4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ;

5. ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან ა) დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს ბ) ქვეყანა იცლება;

6. შესაბამისად ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც შეიძლება სწრაფად;

7. რიგგარეშე არჩევნების მიღწევის გზა არის ძლიერი საპროტესტო მოძრაობის შექმნა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს დაიხიოს უკან და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები;

ყოველ მომდევნო შეხვედრაზე ვცდილობთ დამატებით მინიმუმ 1 ადამიანის დარწმუნებას და მოყვანას ასე ვიზრდებით.

ჩვენ მეტნი ვართ იმათზე, ვისაც არსებული სტატუს ქვო აწყობს;

მთავარია დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია ამათი დამარცხება და არ დაგვეზაროს გარეთ გამოსვლა/პროტესტი”, – წერს ჯაფარიძე.