ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს - კინზინგერი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვის სურვილი არ აქვს.

„რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ ვთქვათ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ბრძოლა დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი. ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიყალბეა“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი „ტვიტერში“.


ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ტირაჟირებს კონსპირაციულ თეორიას, იმის შესახებ, რომ დასავლეთს საქართველსო ომში ჩათრევა სურს. ხელსუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამას უარყოფს, მაგრამ არსებობს არაერთი მათ განცხადება, რომელიც ამაზე მიუთითებს.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ის თეორია, რომ თითქოს ამერიკას და ევროკავშირს საქართველს ომში ჩართვა სურთ, რუსული დეზინფორმაციაა, მისი თქმითვე აბსურდია თითქოს ის ცდილობდა ივანიშვილის დაშანტაჟებას.