ჩვენ თავს არ ვესხმით მოსკოვს და პუტინს - ზელენსკი დრონებით კრემლზე თავდასხმას უარყოფს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ დასხმია თავს ვლადიმერ პუტინს. მისი თქმით, კრემლზე თავდასხმის ინსცენირება თავად მოსკოვის ინტერესშია.

„ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს და არც მოსკოვს, ჩვენ ვიბრძვით საკუთარ ტერიტორიაზე, ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. მოსკოვზე თავდასასხმელი იარაღიც კი არ გვაქვს… შესაბამისად, ჩვენ არ დავსხმივართ თავს პუტინს, მის განსჯას საერთაშორისო ტრიბუნალს მივანდობთ“, – განაცხადა ჰელსინკიში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს ფრონტზე, პუტინს აღარ შეუძლია რუსული საზოგადოების მოტივირება და სამხედროების ომში გაგზავნისთვის დაყოლიება, ამიტომ სჭირდება, რომ უკრაინას გარკვეული „დანაშაულები“ დააბრალოს.

მან რაღაც მძაფრი უნდა მოიმოქმედოს, ასეთია „მკვლელობის მცდელობა“, შემდეგ ჯერზე დრონები ან საერთოდაც „ბატები, რომლებმაც დაბომბეს ისინი“.

ისინი ყოველდღიურად გადადგამენ მსგავს ნაბიჯებს. არადა, ყველაფერი მარტივადაა, არავის დაშინება არ იქნებოდა საჭირო, უბრალოდ ნუ გამოიყენებთ იარაღს, გადით ჩვენი ტერიტორიიდან“, – დასძენს ზელენსკი.


მოსკოვის მტკიცებით, უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით თავს დაესხა კრემლს, იერიშს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომლებშიც ჩანს დრონი კრემლის თავზე, აფეთქება და კვამლი. თუმცა უკრაინა უარყოფს მის მონაწილეობას.