ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტ

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აგვისტოს ომთან დაკავშირებით twitter-ზე წერს და აცხადებს, რომ აშშ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„14 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო საქართველოში შეჭრა, აგრესიის უკანონო აქტი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს. არა ოკუპაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile