ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი, სახალხო დამცველი უნდა შეირჩეს შეთანხმებით - კობახიძე

პუბლიკა

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი ერთი მარტივი მიზეზის გამო, სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ამას სჭირდება კონსულტაციები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ჰყავს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ომბუდსმენობის კანდიდატი.

„ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბრიდან და ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას. ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალობდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის მას კენჭს“, – განაცხადა კობახიძემ.

3 აგვისტოს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას შემცვლელად, სავარაუდოდ, ნიკო თათულაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

LB loan image desktop LB loan image mobile