პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარეძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მათ ჰკითხეს პრემიერს ჩანაწერების შესახებ. საუბარია „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც სავარაუდოდ ისმის ბერა ივანიშვილის საუბარი ირაკლი ღარიბაშვილან.
„ჩვენ საუბარი გვქონდა პრემიერთან იმაზეც თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ კიდევ უფრო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011 ან 2012 წლის მაგალითად როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და „ქართული ოცნება“, არამედ 2010 წლის.
არის არა ერთ, შეიძლება რამდნიმე ათეულ ჩანაწერზეც კი საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი „წითელი პრესის“, მედისაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები. არის ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით ჩვეულებრივ „კაგებეს“ მეთოდებით არის დამონტაჟებული და საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაზე, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.