„ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის“ - მორგოშია ფრენების აღგენაზე

პუბლიკა

პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ „TV პირველთან“ თქვა, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაში მათი დიდ წვლილიცაა.

„ქართველი ხალხის გამარჯვებაა ცალსახად. ძალიან დიდი, კოლოსალური შემოსავალი იქნება, როგორც ტურიზმიდან, ასევე ბიზნესსექტორიდან სხვადასხვა მიმართულებებიდან და რაც მთავარია ოჯახები დაუბრუნდებიან ერთმანეთს. …ქართველი ხალხის გამარჯვებაა და მათ შორის ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის, კი ბატონო”, – თქვა მან.


პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერი დღეს საპატრიარქოს მიერ დანიშნული, ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ „აზიმუტსა“ და „ჯორჯია ეარლაინს“ ფრენების ნებართვა მისცა. ამ გადაწყვეტილებას და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, სამი დღეა მიმდინარეობს აქციები. დაგეგმილია აქცია 19 მაისს აეროპორტში, როდესაც „აზიმუტი“ პირველ ფრენას შეასრულებს საქართველოში. ამავე დღეს გამართება კიდევ ერთი აქცია საღამოს 8 საათზე. საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.