ჩვენი გმირი, წმინდა პატრიარქი გიკიდიათ გულზე და აგინებთ ეკლესიას - კობახიძე ოპოზიციას

პუბლიკა

მმართველი ძალის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ფარისეველია.

„ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებმაც სახალხო დამცველის არჩევაში არ მიიღეს მონაწილეობა, ფარისეველია.

ამ ფარისევლობის გამოვლინებაა სწორედ ის, რომ ჩვენი გმირი პატრიარქი, წმინდა პატრიარქი გიკიდიათ გულზე, და ეკლესიას აგინებთ ყოველდღიურ რეჟიმში.

ასეთივე ფარისევლობაა ისიც, რომ საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის რეკომენდაციები მოითხოვს”, – ამბობს კობახიძე.

საქართველოს პარლამენტმა  96 ხმით მხარი დაუჭირა ომბუდსმენად ლევან იოსელიანს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერია და მისი კანდიდატურა პარტიამ წარადგინა.