ჩვენი ხალხი კვდება უკრაინისთვის, ევროპისთვის. გვჭირდება სწრაფი ნაბიჯები ევროკავშირისგან - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენკი აცხადებს, რომ ის კვლავ მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, რომ შეაჩერონ აგრესორი რუსეთი. მისი თქმით, ევროპის ბედი წყდება უკრაინაში.

ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს სთხოვს, რომ დააწესონ მკაცრი სანქციები და გათიშონ რუსეთი  SWIFT-დან, ასევე, დაუწესონ რუსეთს ემბარგო ნავთობსა და გაზზე და დაეხმარონ უკრაინას იარაღით.

„ჩვენი ხალხი კვდება თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის და ევროპისთვის. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით და ვითხოვდით NATO-ში გაწევრებას, მაგრამ ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ევროპული პერსპექტივა და სწრაფი, კონკრეტული ქმედებები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი FACEBOOK-ზე.