ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს - გახარია მალინის განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის განცხადებას გამოეხმაურა. HILL.COM– ზე გამოქვეყნებულ მასალაში, სათაურით – „შეერთებული შტატები საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს“ –  მალინი ბიძინა ივანიშვილს რუსულ სკოლაგამოვლილ ოლიგარქს უწოდებს, რომელიც საქართველოს აკონტროლებს.

„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული-დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდშიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინგადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გახარიამ.


ამერიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი HILL.COM– ზე გამოქვეყნებულ მასალაში, სათაურით – „შეერთებული შტატები საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს“ –  ბიძინა ივანიშვილს რუსულ სკოლაგამოვლილ ოლიგარქს უწოდებს.

მაილნი წერს, რომ საქართველო კონტროლდება რუსულ სკოლაგამოვლილი ოლიგარქისგან (a Russian-schooled oligarch), რომელმაც მილიარდები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსულ კორუფციულ ინდუსტრიაში დააგროვა.

მალინი წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, რაც, მისი შეფასებით, ნამდვილი დემოკრატიისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა. კონგრესმენი წერს, რომ გასული წლის შემოდგომაზე მმართველმა გუნდმა თავისი სიტყვა გატეხა, რამაც გამოიწვია პროტესტი და ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი. მალინის თქმით, 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების სრულად შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ეს შეთანხმება მოიცავდა როგორც საარჩევნო რეფორმას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მაილინი წერს, რომ პუტინის მოკავშირე ივანიშვილი ენერგიულად მუშაობს, რომ საქართველოში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესი ბაზრიდან განდევნოს. მას მაგალითად კომპანია „ფრონტერა“ მოჰყავს.

მარკუეინ მალინი იხსენებს მის მიერ ინიცირებულ სანქცირების კანონპროექტს საქართველოში სამართლიანი ბიზნესგარემოსთვის და მოუწოდებს კოლეგებს, მიიღონ ეს კანონპროექტი.