ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას - ზარქუა

პუბლიკა

„ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას. ჩვენ კანონის შესაბამისად, ჩვენი ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ. ის, ვინც არის მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე აბრუნებდნენ“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტების შეკითხვას, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისა და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შესახებ.

„რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი, სავარაუდოდ, ბოლო დღეებს ითვლის, ასე მეგობრებო არ არის, რადგან თუ არ ვცდები, იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი…

ტურისტებს, ვისაც უნდათ ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება, გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევ მიაბრუნებენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზარქუამ.

ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

LB loan image desktop LB loan image mobile