ჩვენი სახელმწიფო ალბათ უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელი - ცერცვაძე პანდემიის მართვაზე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, „რუსთავი 2″-თან საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით პანდემიის მართვის კუთხით საქართველო უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელი.

“ვიტყვი ამას და შემომედაოს ვინც უნდა, ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელი” – თქვა მან.

ამ მოსაზრებას მან განმარტებაც მოაყოლა:

“ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, მაგრამ ვიტყვი, რადგან მათ ვაქცინა აქვთ, და შემთხვევები მაინც ჩვენზე ათჯერ მეტი აქვთ” – განაცხადა მან.