ჩვენი სუბიექტური ინტერესია, არჩევნებს რომ მოვიგებთ, 4 წელი ქვეყანა მშვიდად ვმართოთ - კობახიძე

პუბლიკა

ჩვენ ვართ მმართველი პარტია, გამარჯვებული პარტია და ჩვენ ვართ მართვაზე პასუხისმგებელი. სუბიექტურად, არა მარტო ობიექტურად – ქვეყნის ინტერესიც არის, რომ სიმშვიდე იყოს, მაგრამ სუბიექტურად ვართ დაინტერესებული, რომ როცა მოვიგებთ არჩევნებს, 4 წელი მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა.

ეს ჩვენი სუბიექტური ინტერესიც არის, არამარტო ქვეყნის ობიექტური ინტერესიდან  ამოვდივართ ამ შემთხვევაში, სუბიექტური ინტერესიც ავიღოთ – ჩვენ ინტერესებშია, რომ 4 წელი იყოს სიმშვიდე, მათ შორის პოლიტიკურ სისტემაში. ამიტომ ჩვენ, ბუნებრივადაც, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ ვართ ამ პოლარიზაციის ინიციატორები. ყველასთვის ნათელია, რომ ინიციატორი არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი


ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.